Friday, 18 July 2014

ჩვენ ვწერთ ესეს

   ესე პირადი დამოკიდებულების გამომხატველი წერილობითი ტექსტია. მას ვწერთ იმიტომ, რომ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, ჩვენი თვალსაზრისი ან თუნდაც ჩვენი შთაბეჭდილება საკითხის შესახებ. 
      ესეს წერისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

  • ესეში საკუთარ აზრს, ჩვენს პირად დამოკიდებულებას გადმოვცემთ,ამიტომ წერის დაწყებამდე უნდა გამოვკვეთოთ ჩვენი აზრი და წერა მერე დავიწყოთ.
  • ესესთვის მნიშვნელოვანია სათაური. ამიტომ კარგად დაფიქრდით, რომ სათაური ნათელი და ორიგინალური, ამასთანავე მოკლე, მაგრამ თქვენი აზრის გამომხატველი იყოს.
  • თუ ესეს დასაწერად მზა სათაური მოგეცათ, გააანალიზეთ, რას გულისხმობს ეს სათაური, რას ითხოვენ თქვენგან და როგორ უნდა ააგოთ მსჯელობა ისე, რომ სათაურიც გაითვალისწინოთ და თქვენი აზრიც თავისუფლადდა მკაფიოდ გამოთქვათ.
  • ესე სამი ნაწილისაგან შედგება: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
  • შესავალ ნაწილში უნდა გამოკვეთოთ თქვენი აზრი, რაზე უნდა იმსჯელოთ და რა პოზიციის გამოხატვს აპირებთ.
  • ძირითად ნაწილში საკითხზე მსჯელობა უნდა გაშალოთ და მკითხველს კარგად უნად გააცნოთ რას ფიქრობთ მოცემულ საკითხზე, უნდა დაუსაბუთოთ, რატომ ფიქრობთ ასე.
  • დასკვნით ნაწილში კიდევ ერთხელ შეაჯამეთ თქვენი თვალსაზრისი და უკე მოკლედ და ეფექტურად უნდა გამოხატოთ თქვენი ძირითადი სათქმელი.
  • წერეთ ნათლად, მარტივად, გარკვევით, რასაც თქვენ ფიქრობთ, ეს თქვენი პირადი აზრია და უნდა ეცადოთ ეს აზრი სხვისთვის გასაგები, ნათელი და მისაღები გახდეს მაშინაც კი, თუ ის იმავე საკითხზე სხვაგვარად ფიქრობს.
  • ტექსტი კარგად უნდა იყოს ორგანიზებული,თქვენი მსჯელობა თანმიმდევრული, აბზაცებით დანაწევრებული და ლოგიკურად გამართული.
  • დაიცავით სალიტერატურო ენის ნორმები.
  • თქვენი მსჯელობა უნდა შეიცავდეს:
   ა) ნათლად ფორმულირებულ თეზისს ან დებულებას, რომლის დასაბუთებასაც   აპირებთ.
     ბ) თქვენი პოზიციის დამცავ არგუმენტებს.
     გ) კონტრარგუმენტებს საწინააღმდეგო პოზიციის გასაბათილებლად.
    დ) დასკვნას.
  • როგორი უნდა იყოს არგუმენტი:
     ა) უშუალოდ უნდა ეხებოდეს თემას.
     ბ) პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს ესეში გადმოცემულ საკითხს.
     გ) უნდა იყოს მიზნის ადეკვატური.
    დ) კარგი არგუმენტი არ უნდა ავიწროებდეს სამსჯელო თემას.

      რას უნდა აარიდოთ თავი
   იმისთვის, რომ თქვენი მსჯელობა იყოს ლოგიკურად გამართული, დამაჯერებელი, საქმიანი, არაგამაღიზიანებელი, მისაღები და კორექტული, გაითვალისწინეთ შემდეგი:
  • ეცადეთ ამომწურავად მიაწოდოთ მკითხველს თქვენ მიერ განხილული საკითხი;
  • ეცადეთ თქვენი მსჯელობა იყოს კარგად ორგანიზებული და ლოგიკურად დალაგებული.
  • არ უნდა დაშორდეთ ძირითად მიზანსა და სათქმელს.
  • არ უნდა გაგიტაცოთ მჭევრმეტყველებამ მაშინ, როცა საჭიროა ძლიერი არგუმენტაცია და მკაფიო დებულებების მოხმობა თქვენი ნათქვამის განსამტკიცებლად.
  • არ შეიძლება გადაუმოწმებელი მონაცემების მოხმობა და მათი ბოროტად გამოყენება.
  • თქვენი მსჯელობა უნდა იყოს ანალიტიკური, არგუმენტირებული და არა მხოლოდ აღწერითი.
  • არ უნდა გადმოსცეთ მხოლოდ სხვების მოსაზრებები თქვენი პოზიციის დაფიქსირებიდ გარეშე, ანუ არგუმენტაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეფასებით დამოკიდებულებას.
  • საჭიროების გარეშე არ უნდა გამოიყენოთ განმეორებები.
  • თავი აარიდეთ ზედმეტად ემოციურ მსჯელობას.
  • გამოხატეთ პატივისცემა შესაძლო ოპონენტებისა და მკითხველის მიმართ.
     საჭიროა ვიცოდეთ
     ჩვეულებრივ, გამოიყოფა ესეს ორი განსხვავებული სახეობა:
     1) ახსნითი (განმარტებითი) ესე
     2) არგუმენტირებული ესე
     შინაარსობრივი თვალსაზრისით შეიძლება გამოიყოს ესეს რამდენიმე ტიპი:
  • ლიტერატურულ-პუბლიცისტური
  • კრიტიკული;
  • ფილოსოფიური;
  • ისტორიული;
  • სამეცნიერო;
  • ბიოგრაფიული;
  • ფსიქოლოგიური;
  • სოციოლოგიური.

ესეს სტრუქტურა

შესავალი
ცნობილი გამონათქვამი;
ცნობილი ისტორია ან პირადი გამოცდილება;
შეკითხვა;
ფაქტები და სტატისტიკა.
ძირითადი ნაწილი
მაგალითები;
ფაქტები და სტატისტიკა;
გარკვეული სიტუაციის გადმოცემა;
მსჯელობიდან გამომდინარე დასკვნები;
ვარაუდი;
სხვათა მოსაზრებები;
წყაროები და ა.შ.
დასკვნა
წინასწარი ვარაუდის გამოთქმა;
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა;
პრობლემის გადაჭრის შეთავაზება;
ძირითადი დებულებების გამეორება;
რეკომენდაცია;
პერსპექტივების დასახვა.


მოსწავლეთა ნამუშევრები

ტესტირება

   ტესტი მასწავლებლის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ტესტის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა და როგორ ისწავლეს მოსწავლეებმა, ასევე ის, თუ რა უნარ-ჩვევები განუვითარდათ მათ.მიუხედავად იმისა, თუ რა სახისაა ტესტი და რა მიზნისთვისაა შექმნილი. იგი რამდენიმე აუცილებელ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. ეს მოთხოვნებია:

  • ტესტი უნდა იყოს ვალიდური და სანდო. ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს, შეფასების შედეგი კი ყველა შემთხვევაში იდენტურ შედეგს უნდა იძლეოდეს;
  • ტესტი უნდა იყოს გაზომვადი. ტესტის შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შემუშავებული პასუხებით ან შეფასების სქემით. წინასწარ უნდა იყოს ასევე დადგენილი ქულების რაოდენობა სწორი პასუხისათვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ცალსახა; იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს;
  • ტესტი განსაზღვრულ დროის ლიმიტზე უნდა იყოს გათვლილი. დროის ფაქტორის გათვალისწინება და იმის ცოდნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტესტის შესრულება, არამედ ისიც, რომგამოყოფილ დროში ჩაეტიო. მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც დროის უფრო ეფექტიანად გამოყენებას აჩვევს;
  • ტესტი უნდა იყოს გამჭვირვალე. მოსწავლეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, თუ რა ფორმატისაა ტესტი, როგორია შეფასების მექანიზმი და რა დროა მისთვის გამოყოფილი.
     მასწავლებელმა ტესტი სხვადახვა მიზნისთვის შეიძლება გამოიყენოს.
სასკოლო პრაქტიკაში ტესტი ყველაზე ხშირად მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასებისთვის გამოიყენება. ასეთ ტესტებს მიმდინარე და შემაჯამებელ ტესტებს უწოდებენ. ტესტი შეიძლება ასევე დიაგნოსტიკური მიზნებისთივს გამოიყენებოდეს. დიაგნსტიკური ტესტი გამოიყენება იმ შემთხვევაში« როდესაც მასწავლებელს სურს თავიდანვე, წლის სემესტრის დასაწყისში განსაზღვროს, თუ რა იციან მოსწავლეებმა და რა - არა. მიღებული შედეგების მიხედვით იგი გეგმავს სწავლების შემდგომ ეტაპსა და ტემპს.
  ტესტური შეკითხვები შეიძლება იყოს ღია და დახურული. დახურული კითხვების შემთხვევაში მოსწავლემ მოცემული პასუხების არჩევანიდან მხოლოდ ერთი სწორი პასუხი უნდა შეარჩიოს. ღია კითხვების შემთხვევაში კი პასუხების არჩევანი არ არის მოცემული და მოსწავლემ პასუხი თვითონ უნდა მოიფიქროს.

ტესტირების მიზნები

1. ტესტურ დავალებებს ვქმნი ტესტირების მიზნიდან გამომდინარე, ხ
შირად გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელიც 45 წუთზეა გათვლილი.
2. ტესტურ დავალებებს ვალაგებ მარტივიდან რთულისკენ. 
3. ცოდნისა და უნარის შესამოწმებლად ვიყენებ ღია და დახურულ ტესტური დავალებების გარკვეულ რაოდენობას.
4. ტესტის მეშვეობით ვიგებ, რა და როგორ ისწავლეს მოსწავლეებმა და რა უნარ-ჩვევები განუვითარდათ.
5. ტესტის შედგენისას ვიცავ ოთხ პრინციპს: 
ა) დავალებები უნდა მოიცავდეს მხოლოდ იმ საკითხებს, რომელთა შემოწმება ტესტირებით მსურს.
ბ) წინასწარ ვადგენ ბადეს, რომლის მიხედვით ვასწორებ ნამუშევარს.
გ) სწორ პასუხებს ვანიჭებ ქულას, დახურული კითხვების შემთხვევაში 1-ს.
დ) ვადგენ დროის ლიმიტს.

ტესტის დაგეგმვის სქემა

1. ტესტირების მიზნის განსაზღვრა.
2. ტესტის სპეციფიკის განსაზღვრა.
3. შესატყვისი პუნქტების შერჩევა.
4. ტესტის შედგენა.
5. ტესტის შემოწმება.
6. ტესტის შეფასება.
7. შედეგების გამოყენება.

ტესტის ნიმუშები

I ნიმუში
რიცხვი -----
კლასი   -----
სახელი, გვარი ----------------------------

I გაიხსენეთ სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“

1. სად დაიბადა სულხან- საბა ორბელიანი და რომელ წელს?
 ------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. ბუნების რომელი მოვლენის დინამიური გამოსახვით ხატავს ავტორი ფინეზის სიუხვეს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. გაიხსენეთ, რატომ ვერ მოკლავს მეფე ლეონს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. გაიხსენეთ, რამ შეუქმნა მელს „ბერის“ იმიჯი?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. რატომ კბენს, მორიელისვე განმარტებით, მორიელი კუს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

6. განმარტეთ, რას ნიშნავს „ვითარის სწავლის პატრონია“.
------------------------------------------------------------------------------------------------------------

II 1. გურამიშვილი ლექსში „სწავლა მოსწავლეთა“ ამბობს: „ვინცა ქნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო“? რას გულისხმობს „თიხის ჭურჭელში“?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

2. რით მოიხადა ვალი სამშობლოსგან მოწყვეტილმა პოეტმა ღვთისა და ერის წინაშე.
------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. წაიკითხეთ სტროფი ლექსიდან „სწავლა მოსწავლეთა“
     „ისმინე სწავლის მძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა,
     ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა.“
ა) რას ნიშნავს „დავითის მცნება“
ბ) ამოიწერეთ აფორიზმი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

II ნიმუში
რიცხვი -----
კლასი   -----
სახელი, გვარი ----------------------------

      I ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი „მგზავრის წერილებიდან“:
      დალოცა ღმერთმა ისევ თავზედხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი. შავი კლდის გულიდამ გადმომსკდარი, მოდის და მოაბღავლებს და აბღავლებს თავის გარეშემოსა. თერგი სახეა ადამიანის გაღვიძებულის ცხოვრებისა, ამაღელვებელი და ღირსსაცნობი სახეც არის...
უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
(1) 1 განმარტეთ „თავზედხელაღებული“
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 2 რა მნიშვნელობითაა ნახმარი „გულიდამ“
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 3 რას ნიშნავს „სახე“
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 4 რა არის ილიას მთავარი სათქმელი ამ მონაკვეთის მიხედვით?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

  II რა ეჭვს გამოთქვამს გრიგოლ ორბელიანი ლექსში „თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

      III ტექსტში დაშვებული 13 შეცდომა. იპოვეთ და გაასწორეთ:
      დედამიწისგან მთვარემდი საშვალო მანძილი სამას ორმოცდა ოთხი ათას კილომეტრს შეადგენს. იმის გამო რომ მთვარე დედამიწის გარეშემო ბრუნავს არა წრეზე არამედ ელიფსზე ჩვენი პლანეტისგან მთვარის ყველაზე უდიდესი დაშორება უდრის ოთხასხუთი ათას ხუთას კილომეტრს ხოლო ყველაზე მცირე - სამას სამოც და სამი ათას სამას კილომეტრს.

III ნიმუში
რიცხვი -----
კლასი   -----
სახელი, გვარი ----------------------------

უპასუხეთ კითხვებს:

(1) 1. რა შეუთვალა სამი დიდებულის პირით ტარიელმა ფარსადანს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 2. რა დაადეს ხარაჯად გამარჯვებულმა ინდოელებმა ხატაელებს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 3. ვინ ვის უამბობს ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 4. მულღაზანზარის, როგორც ქალაქის, როგორ პროფილზე მიუთითებს ფრიდონი?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 5. დაასრულეთ ფრაზა: „არას გარგებს სწავლულობა...“
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 6. ავთანდილის აზრით, რატომ უნდა გამხდარიყო ფატმანის საყვარელი?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 7. როცა ვაჭრებმა ავთანდილს მადლობის ნიშნად ძღვენი შესთავაზეს, რა პასუხი მოისმინეს მისგან? დაწერეთ ციტატა.
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 8. რას იმედოვნებდა ფარსადანი, როცა თავის დას, დავარს, ნესტან-დარეჯანს აზრდევინებდა?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 9. რომელ შვიდ ციურ მნათობს მიმართავს ავთანდილი (ჩამოთვალეთ).
------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 10. რა წარმოადგენდა ფრიდონისა და მისი ბიძაშვილების დავის საგანს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------

IV ნიმუში
რიცხვი -----
კლასი   -----
სახელი, გვარი ----------------------------

1. ლეონი ამბობს: „მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია, თუ ახლოს ზის, სიცხე დაწვავს, და თუცა შორს წავა, ყინვა დაჰზრავს.“ რას წარმოადგენს, ლეონის აზრით, მეფესთან ყოფნა
ა) ბედნიერებას; ბ) საფრთხეს; გ) უბედურებას; დ) მოვალეობათა ტვირთს.

2. რატომ დაკბინა კუ მორიელმა:
ა) შიოდა; ბ) სხვანაირად არ შეეძლო; გ) კუ წყალში გადაგდებას უპირებდა; დ) წყალში ერთმანეთს წაეკიდნენ.

3. რატომ დააბრუნა არაბმა გაყიდული ცხენი:
ა) უსინდისოდ არ მოიქცა; ბ) ოჯახის წევრებმა არ დააყენეს; გ) უფრო მაღალი ფასი რომ დაედო; დ) დასჯის შეეშინდა.

4. ვინ ყვება არაკს „გლახა და მდიდარი“:
ა) რუქა; ბ) სედრაქი; გ) ლეონი; დ) ჯუმბერი.

5. რას ნიშნავს კუნაპეტი ღამე:
ა) მთვარიან ღამეს; ბ) ქარიან ღამეს; გ) ზამთრის ღამეს; დ) ბნელ ღამეს.

6. რომელი სიტყვაა ბარბარიზმი:
ა) მუსიკა; ბ) ბარაბანი; გ) მიუზიკლი; დ) მიქსერი.

7. როგორი სიტყვაა ცოლ-შვილი:
ა) მარტივი; ბ) რთული.

8. რომელია სწორი ფორმა:
ა) ვაჟ კაცი; ბ) ქალ-ვაჟი; გ) ვაჟ-კცობა; დ) ქალ-ვაჟიანობა.

9. რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება:
ა) ნათქვამი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა; ბ) ტყუილად გაისარჯა; გ) ნათქვამს დაეთანხმა; დ) უნებურად წამოსცდა.

10. რომელია ანტონიმური წყვილი:
ა) მძიმე და წერტილი; ბ) მძიმე და მძიმე; გ) მძიმე და მსუბუქი; დ) გამხელა და მხილება.

V ნიმუში
რიცხვი -----
კლასი   -----
სახელი, გვარი ----------------------------

I გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ხმა იდუმალი“ და უპასუხეთ კითხვებს:

(1) 1. რატომ ვერ იშორებს კაეშანს ლექსის ლირიკული გმირი?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 2. რატომ ფიქრობს პოეტი, რომ იდუმალი ხმა სინდისის ხმა არ უნდა იყოს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 3. რა ეწოდება იმ მოძველებულ სიტყვებს, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს თანამედროვე ენაზე დაწერილ ნაწარმოებებში?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(2) 4. განმარტეთ სიტყვები:
          დავშთე ----------------
          ვსცან      ----------------
          კაეშანი  ----------------

(1) 5. როგორ გესმით: „ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი;
                                       ვინძლო იპოვნო შენი საშვენი!“
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 6. რამდენად შესაძლებელია, ადამიანმა წინასწარ განსაზღვროს თავისი ხვედრი, ან მიხვდეს, ანგელოზი მფარველობს მას თუ ეშმაკი?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(1) 7. შეეცადეთ ლექსს შეუცვალოთ სათაური, დააკვირდით, ამით რა შეიცვლება.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(2) 8. დაახასიათეთ ნიკოლოზ ბარათაშვილი შემდეგ სტრიქონზე დაყრდნობით:
         „მე ჩემში ვერ ვპოვებ ავსა“?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Thursday, 17 July 2014

პროექტის სახელწოდება - თანამედროვე ქართველი მწერალი სკოლაში (შეხვედრა თამრი ფხაკაძესთან)



1. პროექტის სახელწოდება - თანამედროვე ქართველი მწერალი სკოლაში
2. პროექტის მიზანი - ტრადიციად იქცეს თანამედოვე მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრა. სიღრმისეულად გაითავისონ მწერალთა შემოქმედება, მათ ნაწერებში ამოკითხული გადაიტანონ ესეებსა და ნახატებში, ცოცხალი დიალოგი დააახლოვებს მოსწავლეებს მწერალთან.
3. პროექტის აქტუალობა - პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გამოიკვლევენ და გაუღრმავდებათ ცოდნა მწერლის შემოქმედების შესახებ. გაეცნობიან მის საქმიანობას, პირადად მიიღებენ პასუხებს საინტერესო კითხვებზე, გაუჩნდებათ სურვილი უფრო მეტი წაიკითხონ მათი შემოქმედებიდან.
4. პროექტის ხანგრძლივობა - 1 დღე
5. პროექტის მონაწილეები - 124-ე საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები.
6. პროექტის განხორციელების ადგილი - 124-ე საჯარო სკოლა, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის კაბინეტი.
7. პროექტის მსვლელობა - მოსწავლეები შეისწავლიან თამრი ფხაკაძის მოთხრობას „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, შეძლებენ შესწავლილი მოთხრობის ინტერპრეტაციას, გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, ისწავლიან სხვა მოთხრობებს, პარალელს გაავლებენ ფილმთან „გაღმა ნაპირი“, შეადარებენ რეალობას, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, წაიკითხავენ თავიანთ ნამუშევრებს.





















მოსწავლეთა ნამუშევრები

პროექტის შედეგები:
1. თავად მწერლის შეფასება სოციალურ ქსელში „ლიტერატურა უყვართ, ლიტერატურა ესმით, ლიტერატურა იციან, ლიტერატურა უნდათ“;
2. მწერლის ერთმა მოთხრობამ „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ შთააგონა ბავშვეს, როგორ უნდა უყვარდეთ მშობლიური მიწა-წყალი, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.
3. შეისწავლეს, როგორ გააანალიზონ მოთხრბაში აღწერილი მოქმედებები და პრობლემები, რომლებიც დღესაც აქტუალურია;
4. ისწავლეს შთაბეჭდილებების გამოხატვა, დაამუშავეს ინტერნეტის საშუალებით უამრავი მასალა;
5. ისწავლეს, როგორ შექმნან კეთილგანწყობილი გარემო;

6. მოსწავლეები გასცდნენ შესწავლილ მასალას, პროექტი დაეხმარა მათ ურთიერთობა ჰქონდეთ სკოლის გარეთ სხვა ადამიანებთან.

წერაქვი - ნოდარ წულეისკირი

პროექტის სახელწოდება - წერაქვი - ნოდარ წულეისკირი




მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ცისმარა ყურაშვილისა და იზო გურგენიძის ვიზიტის შესახებ მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში.
 პროექტის აღწერა - რამდენიმე წელია სასკოლო სახელმძღვანელოებში შეიტანეს ნოდარ წულეისკირის მოთხრობები. ამ მოთხრობების შესწავლის დროს გაგვიჩნდა სურვილი, შევხვედროდით ნოდარ წულეისკირს. ვიგებთ, რომ მწერალმა წლებია დატოვა თბილისი სამუდამოდ და ცხოვრობს ერთადერთ ქართულ სოფელში მარნეულში, წერაქვში. გადავწყვიტეთ იქ წასვლა. ჩვენმა პროექტმა ათვლა დაიწყო 5 წლის წინ და დღემდე გრძელდება.
I ვიზიტი - ჩვენს სტუმრობას ჰქონდა ექსკურსიის ფორმატი. ვნახეთ წერაქვი, დავათვალიერეთ მისი ბუნება, ვესტუმრეთ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს, ვნახეთ წერაქვის საშუალო სკოლა, შეხვდით მოსწავლეებს, ერთობლივად ვისადილეთ, გავიგეთ მათი პრობლემები და დავბრუნდით თბილისში. უკვე დავგეგმეთ სამომავლო შეხვედრები.
  II ვიზიტი - სულ ახლო წარსულში წერაქვი საკმაოდ ღონიერი სოფელი ყოფილა თურმე. ახლა კი აქა-იქ ცხოვრობენ. 1996 წელს აღდგა წერაქვში საშუალო სკოლა, მაგრამ სოფელი დაიცალა. ჩვენი პირველი სტუმრობის დროს ვნახეთ, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ სახელმძღვანელოები, მათზე არავინ ზრუნავდა, სწორედ მეორე ვიზიტის მიზანი იყო სახელმძღვანელოებისა და სასკოლო ნივთების ჩატანა.შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, სკოლაში გამოცხადდა ამის შესახებ. ერთი თვის განმავლობაში ვაგროვებდით სახელმძღვანელოებს, სასკოლო ნივთებს, შევიძინეთ ახლებიც, ისევ ვესტუმრეთ წერაქვს და ერთი ლამაზი დღე გავატარეთ მათთან ერთად.
III ვიზიტი - ახალი წელი ახლოვდებოდა. ჩვენი მიზანი იყო, წერაქველი თანატოლები მთელი წლით მიტოვებული სააგარაკო სახლების კედლებში გაგვეხარებინა. მოვემზადეთ ქველმომედებისთვის. საინიციატივო ჯგუფმა მშობლების დახმარებით შევაგროვეთ ტკბილეული, ნაძვის ხეები, სათამაშოები და მცირე შემადგენლობით, სამარშრუტო ავტობუსით ვლავ ვესტუმრეთ წერაქვს. სკოლას საჩუქრად გადავეცით ლექსიკონები, სამეცნიერო ლიტერატურა. ყოველი კვირის ბოლოს იქ მიმავალ მასწავლებლების ავტობუსს ვატანდით ახალ ჟურნალ-გაზეთებს.
IV ვიზიტი - საინიციატივო ჯგუფმა გამოაცხადა, შეგვეგროვებინა იქაური ბავშვებისთვის ტანსაცმელი. შეგროვდა ახალიც და მეორეულიც. არც ნუგბარი დაგვვიწყებია და კვლავ ვესტუმრეთ წერაქვს. ბატონი ნოდარი სკოლაში არ დაგვხვდა, გვითხრა ავადმყოფობსო, ჩვენც ვესტუმრეთ სახლში, მან ყველა მოსწავლე დაასაჩუქრა თავისი წიგნებით და როცა გაიგო, რომ სკოლაში მისი ნაწარმოებები ისწავლებოდა, გვითხრა, რომ ისევ დავიწყებ წერასო. ამის შემდეგ ჩვენ ყოველთვის ვაგზავნიდით ისეთ რამეს, რაც მათ ენატრებოდათ, იქ მიმავალი მასწავლებლების ავტობუსით. ჩვენი ვიზიტების შესახებ იწერებოდა პრესაში.















ახლახან გამოიცა ნოდარ წულეისკირის წიგნი „20 წელი წერაქვში“, სადაც ერთი თავი ჩვენს პროექტს მიეძღვნა.

ჩვენი პროექტი გრძელდება. ამჟამად მძიმედ ავადმყოფი ნოდარ წულეისკირი წერს: „მოხუცი მწერალი ვარ და ნათლად ვხედავ ერთ მწარე სინამდვილეს - სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს დავიყებია, რა არის ადამიანი... გულით გისურვებთ, ყველას ადამიანობა შეგაძლებინოთ ღმერთმა“. 

ინდივიდუალური სამუშაო გეგმა

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ცისმარა ყურაშვილის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა

     2014-2015 სასწავლო წელი

[i]შესასრულებელი სამუშაო
შემსრულებელი
დრო
1
პროექტი - ქართველ მწერალთა სახლ-მუზეუმები
ც. ყურაშვილი, ი. სამუშია, მ. კოპლატაძე

2
სამოდელო გაკვეთილი - მხოლოდ შენ დარჩი წაურთმეველი
ც. ყურაშვილი
X კლასი

3
სტუმრად ნოდარ წულეისკირთან
ც. ყურაშვილი, ი. სამუშია

4
ღია გაკვეთილი - დაცარიელებული ბეთლემი
ც. ყურაშვილი
XI კლასი

5
პროექტი - ახალგაზრდობა - ადამიანით ვაჭრობის რისკის ჯგუფში (ტრეფიკინგი)
ც. ყურაშვილი

6
პროექტი - პროფესორები სკოლაში
ც. ყურაშვილი

7
დაბრუნება ერთი დღით - ყოფილი მოსწავლეების პრეზენტაცია
ც. ყურაშვილი