პროექტის სახელწოდება
- წერაქვი - ნოდარ წულეისკირი
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ცისმარა ყურაშვილისა და იზო გურგენიძის
ვიზიტის შესახებ მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში.
პროექტის აღწერა
- რამდენიმე წელია სასკოლო სახელმძღვანელოებში შეიტანეს ნოდარ წულეისკირის მოთხრობები.
ამ მოთხრობების შესწავლის დროს გაგვიჩნდა სურვილი, შევხვედროდით ნოდარ წულეისკირს.
ვიგებთ, რომ მწერალმა წლებია დატოვა თბილისი სამუდამოდ და ცხოვრობს ერთადერთ ქართულ
სოფელში მარნეულში, წერაქვში. გადავწყვიტეთ იქ წასვლა. ჩვენმა პროექტმა ათვლა დაიწყო
5 წლის წინ და დღემდე გრძელდება.
I ვიზიტი
- ჩვენს სტუმრობას ჰქონდა ექსკურსიის ფორმატი. ვნახეთ
წერაქვი, დავათვალიერეთ მისი ბუნება, ვესტუმრეთ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს,
ვნახეთ წერაქვის საშუალო სკოლა, შეხვდით მოსწავლეებს, ერთობლივად ვისადილეთ, გავიგეთ
მათი პრობლემები და დავბრუნდით თბილისში. უკვე დავგეგმეთ სამომავლო შეხვედრები.
II ვიზიტი - სულ ახლო წარსულში წერაქვი საკმაოდ ღონიერი სოფელი
ყოფილა თურმე. ახლა კი აქა-იქ ცხოვრობენ. 1996 წელს აღდგა წერაქვში საშუალო სკოლა,
მაგრამ სოფელი დაიცალა. ჩვენი პირველი სტუმრობის დროს ვნახეთ, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ
სახელმძღვანელოები, მათზე არავინ ზრუნავდა, სწორედ მეორე ვიზიტის მიზანი იყო სახელმძღვანელოებისა
და სასკოლო ნივთების ჩატანა.შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, სკოლაში გამოცხადდა ამის
შესახებ. ერთი თვის განმავლობაში ვაგროვებდით სახელმძღვანელოებს, სასკოლო ნივთებს,
შევიძინეთ ახლებიც, ისევ ვესტუმრეთ წერაქვს და ერთი ლამაზი დღე გავატარეთ მათთან ერთად.
III
ვიზიტი - ახალი წელი
ახლოვდებოდა. ჩვენი მიზანი იყო, წერაქველი თანატოლები მთელი წლით მიტოვებული სააგარაკო
სახლების კედლებში გაგვეხარებინა. მოვემზადეთ ქველმომედებისთვის. საინიციატივო ჯგუფმა
მშობლების დახმარებით შევაგროვეთ ტკბილეული, ნაძვის ხეები, სათამაშოები და მცირე შემადგენლობით,
სამარშრუტო ავტობუსით ვლავ ვესტუმრეთ წერაქვს. სკოლას საჩუქრად გადავეცით ლექსიკონები,
სამეცნიერო ლიტერატურა. ყოველი კვირის ბოლოს იქ მიმავალ მასწავლებლების ავტობუსს ვატანდით
ახალ ჟურნალ-გაზეთებს.
IV ვიზიტი - საინიციატივო ჯგუფმა გამოაცხადა, შეგვეგროვებინა
იქაური ბავშვებისთვის ტანსაცმელი. შეგროვდა ახალიც და მეორეულიც. არც ნუგბარი დაგვვიწყებია
და კვლავ ვესტუმრეთ წერაქვს. ბატონი ნოდარი სკოლაში არ დაგვხვდა, გვითხრა ავადმყოფობსო,
ჩვენც ვესტუმრეთ სახლში, მან ყველა მოსწავლე დაასაჩუქრა თავისი წიგნებით და როცა გაიგო,
რომ სკოლაში მისი ნაწარმოებები ისწავლებოდა, გვითხრა, რომ ისევ დავიწყებ წერასო. ამის
შემდეგ ჩვენ ყოველთვის ვაგზავნიდით ისეთ რამეს, რაც მათ ენატრებოდათ, იქ მიმავალი მასწავლებლების
ავტობუსით. ჩვენი ვიზიტების შესახებ იწერებოდა პრესაში.
ახლახან გამოიცა ნოდარ წულეისკირის წიგნი „20 წელი წერაქვში“,
სადაც ერთი თავი ჩვენს პროექტს მიეძღვნა.
ჩვენი პროექტი გრძელდება. ამჟამად მძიმედ ავადმყოფი
ნოდარ წულეისკირი წერს: „მოხუცი მწერალი ვარ და ნათლად ვხედავ ერთ მწარე სინამდვილეს
- სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს დავიყებია, რა არის ადამიანი... გულით გისურვებთ,
ყველას ადამიანობა შეგაძლებინოთ ღმერთმა“.
No comments:
Post a Comment