პროექტის სახელწოდება - შუშანიკის ნაკვალევზე
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ცისმარა ყურაშვილის გეგმა ცურტავში
ვიზიტის შესახებ.
1. პროექტის სახელწოდება
- შუშანიკის ნაკვალევზე
2. პროექტის მთავარი იდეა
- დაბა ცურტავის და ბოლნისის სიონის ისტორიული ძეგლის მონახულება, ადგილზე საუბრების
ჩატარება, წინასწარ მომზადებული ინფორმაციების მოსმენა, ვიდეო მასალის გადაღება.
3. პროექტის მიზანი - მოსწავლეები
შეისწავლიან ქართული ისტორიული ძეგლების გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას, გამოიყენებენ
ნასწავლ მასალას, შეადარებენ, გამოთქვამენ მოსაზრებებს, მოეფერებიან წმინდანის ნატერფალებს,
დააკვირდებიან უძველესი ქართული წარწერის ნიმუშებს,
იამაყებენ ქვეყნის წარსულით, ქართველი წმინდანებით.
4. პროექტის ხანგრძლივობა
- 1 დღე
5. პროექტის მონაწილეები
- 124-ე საჯარო სკოლის X1,
X2,
X3
კლასის მოსწავლეები, მათი დამრიგებლები, ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებლები.
6. პროექტის განხორციელების ადგილი
- ბოლნისის რაიონი, დაბა ცურტავი, სიონის ტაძარი.
7. ბიუჯეტი,
რესურსები -
1
|
გამგზავრება
(1 კაცი)
|
15 ლარი
|
2
|
დღეში ორჯერადი
კვება
|
საკვები ერთობლივი
|
3
|
სულ 52 კაცი
(მასწავლებლები, მოსწავლეები)
|
3 სამარშუტო
ავტობუსი, სულ 770 ლარი
|
8. პროექტის ხელმძღვანელები
- იზო სამუშია, ციცო ყურაშვილი, მალვინა კოპლატაძე.
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ცისმარა ყურაშვილის ანგარიში პროექტზე
მუშაობის შესახებ.
2013 წლის 12 ოქტომბერს 124-ე საჯარო სკოლის სამი პარალელური
კლასი (მეათე) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა წავიყვანეთ დაბა ცურტავსა
და ბოლნისის სიონში. პროექტი მიზნად ისახავდა ძველი ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში
ნასწავლი ტექსტების ცოდნის გამყარებას. წინასწარ მოსწავლეებს ჰქონდათ მოძიებული მასალები
ამ ისტორიული ადგილების შესახებ ენციკლოპედიიდან, ინტერნეტიდან. იცოდნენ ისტორიული
ფაქტები შუშანიკისა და ვარსქენის შესახებ. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდნენ
მშობლები, სკოლის დირექცია და კლასის ხელმძღვანელები.
პროექტის შედეგები:
ამ ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდათ შემდეგი
უნარ-ჩვევები:
1. ინფორმაციების მოძიება სხვადასხვა წყაროდან და მათი
გამოყენება;
2. შემოქმედებითი უნარი;
3. ურთიერთპტივისცემისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევა;
4. შემოქმედებითი უნარი;
5. სასწავლო რეფერატის წერის უნარ-ჩვევა;
6. ინფორმაციის გაგება, ანლიზი და შეფასება.
No comments:
Post a Comment