1
|
პედაგოგი
|
ცისმარა ყურაშვილი
|
2
|
გაკვეთილის თემა
|
აბო - თბილისის მფარველი ანგელოზი
|
3
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
საშუალო
X კლასი
|
4
|
28
|
|
5
|
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
|
6
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
·
ტექსტზე
მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება
·
ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება
·
ინფორმაციის მოძიება და კვლევის უნარ-ჩვევის განვითარება
·
ლიტერატურულ პარალელებზე მუშაობა
·
ეპოქის მსოფლმხედველობის გათვალისწინება, პერიფრაზირება
·
ტექსტის დაკავშირება ისტორიულ კონტექსტთან
|
7
|
ესგ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
ქართ. X.8
მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს, პუბლიცისტურ თხზულებებს
და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.
ქართ. XI.10 მოსწავლე
იყენებს კითხვის მიზნით შესაბამის სტრატეგიებს: იყენებს სხვადასხვა საშუალებას უცნობი
სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.
მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით
მნიშვნელოვან ციტატებს და ურთავს კომენტარებს.
ქართ.
XI.13 მოსწავლე
წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
|
8
|
მიმდინარეობა (აქტივობა და დრო)
|
·
აქტივობა
I
- 5 წუთი მასწავლებლის
შესავალი
კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად, თითო ჯგუფში 9 ბავშვი
·
აქტივობა II - I ჯგუფი წარმოადგენს
ხელნაწერთა ინსტიტუტის მასალებს 10 წუთი
·
აქტივობა
III - II ჯგუფი წარმოადგენს ინტერვიუებს 10 წუთი
·
აქტივობა IV - III ჯგუფი წარმოადგენს
რეპორტაჟს აბო თბილელის სახელობის ტაძრიდან 10 წუთი
·
აქტივობა V
- შეფასება 10 წუთი. ჯგუფები აფასებენ საკუთარ ნამუშევრებს,
ხდება აზრთა გაზიარება
|
9
|
შეფასება
|
განმავითარებელი - მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეთა აქტივობასა და
ქცევას, მუშაობის პროცესს, მსჯელობის სიზუსტეს.
განმსაზღვრელი - შეფასდება პრეზენტაციის უნარი წინასწარ შემუშავებული
კრიტერიუმებით.
|
10
|
საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოები, საპრეზენტაციო ფილმი, წმინდანის ხატები.
|
კოლეგების შეფასება
მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა კოლეგებთან თანამშრომლობაა. პედაგოგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ხშირად დაესწროს სხვის გაკვეთილს. მე მოვისმინე მე-10 კლასში ციცო ყურაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, რომლის თემა იყო „აბო - თბილისის მფარველი ანგელოზი“. ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა დავინახე, საოცრად ახერხებდნენ ბავშვები, რომ გაკვეთილი წარემართათ ისტ-ის გამოყენებით. მომეწონა საქმიანი გარემო, დროის ეფექტურად გამოყენების უნარი. ამ გაკვეთილმა ბევრი რამ მასწავლა, რასაც გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.
ცისანა პაპავა - მათემატიკის მასწავლებელი
ყოველი სკოლა წარმატებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ჯანსაღი კოლეგიალური ურთიერთობის გარემო მასწავლებლებს შორის. თანამშრომლობითი გარემო მასაწვლებლებსა და მოსაწვლეებს შორის. როცა მასწავლებელი ეფექტიანად გეგმავს გაკვეთილს და ითვალისწინებს სასწავლო საჭიროებას. როცა მოსწავლეები მოტივირებული და ჩართულები არიან სწავლის პროცესში, გამოყენებულია სწავლების რავალფეროვანი მეთოდები. სწორედ ეს ვნახე ამ გაკვეთილზე. კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება კარგ მეგზურობას გაუწევს ყველა მასწავლებელს, რომელიც სიახლეებით არის დაინტერესებული და რომელსაც სურს, მისი გაკვეთილები სკოლაში იყოს საინტერესო.
დალი ოდიშარია - სასწავლო ნაწილის გამგე
საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა
ყოველი სკოლა წარმატებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ შექმნილია ჯანსაღი კოლეგიალური ურთიერთობის გარემო მასწავლებლებს შორის. თანამშრომლობითი გარემო მასაწვლებლებსა და მოსაწვლეებს შორის. როცა მასწავლებელი ეფექტიანად გეგმავს გაკვეთილს და ითვალისწინებს სასწავლო საჭიროებას. როცა მოსწავლეები მოტივირებული და ჩართულები არიან სწავლის პროცესში, გამოყენებულია სწავლების რავალფეროვანი მეთოდები. სწორედ ეს ვნახე ამ გაკვეთილზე. კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება კარგ მეგზურობას გაუწევს ყველა მასწავლებელს, რომელიც სიახლეებით არის დაინტერესებული და რომელსაც სურს, მისი გაკვეთილები სკოლაში იყოს საინტერესო.
დალი ოდიშარია - სასწავლო ნაწილის გამგე
საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
ფრიადი 9-10
|
კარგი 7-8
|
საშუალო 4-6
|
სუსტი 1-3
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს
ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს.
|
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტნაკლებად გამართულად
საუბრობს.
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
|
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად
და თამიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
|
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
|
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
|
კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოებების გამოყენება
|
წარმატებით იყენებს არავერბალურ (ხმის აწევ-დაწევა, მიმიკა, ჟესტიკულაცია)
საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად; იყენებს თვალსაჩინოებებს.
|
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის
დასამყარებლად.
|
მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
|
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
|
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
|
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
|
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
|
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
|
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს.
|
No comments:
Post a Comment