Thursday, 10 July 2014

სამოდელო გაკვეთილი - ლიტერატურული სალონი

1
პედაგოგი
ცისმარა ყურაშვილი
2
გაკვეთილის თემა
ლიტერატურული სალონი
3
სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო
XI კლასი
4
მოსწავლეთა რაოდენობა
26
5
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
6
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ქართველი რომანტიკოსების შესახებ, გაეცნობიან მათ შემოქმედებას, პირად ცხოვრებას, გამოიკვლევენ საინტერესო მასალებს ლიტერატურული სალონის შესახებ, თვითონ მოაწყობენ ლიტერატურულ სალონს.
განმავითარებელი უნარები:
·         კვლევები ხელნაწერთა ინსტიტუტში
·         სლაიდშოუს მომზადება რომანტიკოსების სახლ-მუზეუმიდან
·         ჯგუფური მუშაობა
·         შემოქმედებითი უნარი
7
ესგ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
მიმართულება: ზეპირმეტყველება
ქართ. XI.1. მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული მიზნით, კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
მიმართულება: კითხვა
ქართ. XI.5 მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ.  XI.6 აანალიზებს, როგორ გამოიყენება მხატვრული/არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
მოსწავლეები შეძლებენ რთული და მრავალფეროვანი ლიტერატურული მასალის ანალიზსა და შედარებას მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
გაეცნობიან, თუ რა თემები, იდეები და პრობლემები ახასიათებდა იმ ეპოქას.
8
მიმდინარეობა (აქტივობა და დრო)
ორი საგაკვეთილო დრო
კლასი არის გაყოფილი სამ ჯგუფად
·         სალონის დათვალიერება 5 წუთი
·         I ჯგუფი წარმოადგენს ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებას 15 წუთი
·          II ჯგუფი წარმოადგენს გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას 15 წუთი
·          III ჯგუფი წარმოადგენს ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას 15 წუთი
·         მოსწავლეთა ნამუშევრების დათვალიერება 5 წუთი
·         ესეების წაკითხვა 10 წუთი
·         სტუმრების შთაბეჭდილებები 5 წუთი
·         შეფასება 5 წუთი
·         ჩაი ლიტერატურულ სალონში 10 წუთი
9
შეფასება
განმავითარებელი - მასწავლებლის დაკვირვება ჩართულობაზე, აქტიურობაზე, მეტყველებაზე, ქცევაზე, სტუმრების კომენტარები.
განმსაზღვრელი - ქულა/ნიშანი გამოცხადება.
მოხდება ჯგუფური მუშაობის შეფასება
10
საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, ძევლებური ნარდი, სამოვარი, პლაკატები, ლოტო.


                                                               კოლეგების შეფასება

         იზო სამუშია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

         მე-11 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული სალონის ფორმით შემოგვთავაზეს რომანტიკოსთა შემოქმედება. ყველაფერი ასე დაიწყო. უკრავდა სერგეი რახმანინოვის სიმფონიური ფანტაზია. თითქოს ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის აივანზე ვისხედით. მაქმანებიან თოვლივით თეთრ სუფრაზე ფაიფურის ჭურჭლი კრიალებდა. სუფრას ცივი „წინანდალი“ ამშვენებდა. ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი ტკბილ პორტვეინს. სალონს ჭავჭავაძიანთ ლამაზმანები ამშვენებდნენ. რომანტიკულად წარმოაჩინეს ბავშვებმა „ღვთიური სიმღერების შემქმნელის“ (ილია), „ტკბილი პოეტის“ (აკაკი), „წმინდა სანთელსავით მოქნილი ლექსების“ (მაჩაბელი) ავტორის პოეზია. ეტყობოდათ, „ჭირში ფლობილ“ ალექსანდრე ჭავჭავაძეს კარგად მოუსმინეს.
        შთამბეჭდავი იყო „კურკა მელექსის“ ბიოგრაფიისა და შემოქმედების ღრმა ცოდნა. ისაუბრეს ორბელიანის წარმომავლობაზე, მის ოღრო-ჩოღრო ცხოვრების გზაზე.
„ნაოჭებიანი შუბლით“ დაბადებული ტატოს ცხოვრების ეპიზოდებით შეგვახსენეს, რომ რომანტიული სიყვარული ყოველთვის ტრაგიკულად სრულდება, რომ სიყვარულმა მას ვერ მოუტანა სიმშვიდე. ვინც მოუსმინა ამ ბავშვებს იტყვის ნამდვილად, თავგანწირულ მხედარს ტატოს თხოვნა შეუსრულეს: „ცოცხალს თუ ვერ მომიარეთ, მკვდარი მაინც დამაფასეთ“. დიახ, დააფასეს და დაფასდნენ. 

           მალვინა კოპლატაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

   ქართველმა რომანტიკოსებმა მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ მწერლობაში. ჭავჭავაძეებისა და ორბელიანების სალონებმა უმასპინძლეს ქართულ მწერლობასა და პოეზიას. ბუნებრივია, ამ პერიოდის გაცნობა მომავალი თაობისთვის საინტერესო, მაგრამ რთულია. რაოდენ სასიხარულოა, რომ მასწავლებელმა ციცო ყურაშვილმა და მისმა მოსწავლეებმა გააცოცხლეს სალონური სამყარო. საინტერესო იყო მოსწავლეთა ორიგინალურობა. განსაკუთრებით ინტერვიუ გრიგოლ ორბელიანთან, მასალის სიუხვე, ვიდეოკოლაჟები.
   სიღრმისეულობა, ორიგინალურობა და, რაც მთავარია, მიზნის მიღწევა, ეს მოსწავლეებისა და მასწავლებლის გამარჯვებაა.




















საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი 9-10
კარგი 7-8
საშუალო 4-6
სუსტი 1-3
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თამიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოებების გამოყენება
წარმატებით იყენებს არავერბალურ (ხმის აწევ-დაწევა, მიმიკა, ჟესტიკულაცია) საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად; იყენებს თვალსაჩინოებებს.
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს.


No comments:

Post a Comment