Thursday, 17 July 2014

კინო-გაკვეთილები

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ცისმარა ყურაშვილის მიერ ჩატარებული კინო-გაკვეთილები

    ჩვენს თაობას კინოს ყურების სიამოვნება საბჭოთა სკოლიდან გამოგვყვა. საქართველოში გარკვეულ პერიოდში კინოთეატრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეწყვიტა ფუნქციონირება. კინოთეატრების გაქრობამ და ტელევიზიის მიერ დაბალი მხატვრული ღირებულების სატელევიზიო სერიალების ჩვენებამ დააქვეითა მოზარდების კინოგემოვნება. სამწუხაროა, რომ ახლანდელი თაობა არ უყურებს და არც აქვთ ნანახი ქართული ფილმების უმეტესობა. ამიტომ, მე, როგორც მასწავლებელს, მომეცა ამის საშუალება, ბავშვებს შევაყვარო ქართული ფილმები. 

                                                                  კინოგაკვეთილების გეგმა
  • მოსამზადებელი პერიოდი
  • ტექსტის შესწავლა
  • ინფორმაციების მოძიება ფილმის შესახებ
  • ფილმის ჩვენება 
  • ფილმის განხილვა
                                                                კინოგაკვეთილების მიზანი
  • ზოგადი ინფორმაცია ფილმის შესახებ (რეჟისორი, ქვეყანა, წელი, ფილმის ხანგრძლივობა)
  • ფილმში წარმოდგენილი თემების შესახებ ინფორმაცია
  • ასახვა/მსჯელობა, აქტივობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, ფილმის დასრულების შემდეგ გამოხატონ საკუთარი შთაბეჭდილებები, გრძნობები და აზრები
  • ფილმები პრობლემის გადაჭრის მზა რჩევებს არ გვთავაზობს, იგი მას განსხვავებული პოზიციებიდან გვიჩვენებს და კითხვების დასმაში გვეხმარება
  • ფილმის ჩვენების დროს უნდა ვიზრუნოთ პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაზე
                                                                         ნანახი ფილმები
  • „ოთარაანთ ქვრივი“ - დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
                                                         სცენარის ავტორები: აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი                                        
                                                         მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე, გიორგი შენგელაია
                                                         გადაღებულია 1957 წელს
  • „ხევისბერი გოჩა“ - დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი
                                                    სცენარის ავტორები: ნიკოლოზ სანიშვილი, არჩილ სულაკაური
                                                    მონაწილეობენ: სპარტაკ ბაღაშვილი, ლეილა აბაშიძე, თენგიზ არჩვაძე
                                                    გადაღებულია 1964 წელს

                                                                               შედეგები
       ფილმის ჩვენებამ მოსწავლეებს მისცა საშუალება, გამეხატათ შთაბეჭდილებები და ემოციები. ფილმი წარმოადგენს ფაქტებს კონკრეტული ადამიანების ისტორიებსა და მძიმე რეალობაზე. მოსწავლეებმა გამოავლინეს საკმაოდ მოულოდნელი რეაქციები. გამოჩნდა მათი განსხვავებული დამოკიდებულება ამა თუ იმ თემასთან. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ფილმის განხილვისას მათი მოსაზრებები თანაბრად სერიოზულად იქნა განხილული და, რაც მთავარია, სურვილი, რომ ჩაუტარდეთ კინო-გაკვეთილები.
       მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილება გადმოსცეს წერილობით.

                                                            მოსწავლეთა შთაბეჭდილებები  

No comments:

Post a Comment