Thursday, 17 July 2014

პროექტის სახელწოდება - თანამედროვე ქართველი მწერალი სკოლაში (შეხვედრა თამრი ფხაკაძესთან)



1. პროექტის სახელწოდება - თანამედროვე ქართველი მწერალი სკოლაში
2. პროექტის მიზანი - ტრადიციად იქცეს თანამედოვე მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრა. სიღრმისეულად გაითავისონ მწერალთა შემოქმედება, მათ ნაწერებში ამოკითხული გადაიტანონ ესეებსა და ნახატებში, ცოცხალი დიალოგი დააახლოვებს მოსწავლეებს მწერალთან.
3. პროექტის აქტუალობა - პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გამოიკვლევენ და გაუღრმავდებათ ცოდნა მწერლის შემოქმედების შესახებ. გაეცნობიან მის საქმიანობას, პირადად მიიღებენ პასუხებს საინტერესო კითხვებზე, გაუჩნდებათ სურვილი უფრო მეტი წაიკითხონ მათი შემოქმედებიდან.
4. პროექტის ხანგრძლივობა - 1 დღე
5. პროექტის მონაწილეები - 124-ე საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები.
6. პროექტის განხორციელების ადგილი - 124-ე საჯარო სკოლა, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის კაბინეტი.
7. პროექტის მსვლელობა - მოსწავლეები შეისწავლიან თამრი ფხაკაძის მოთხრობას „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“, შეძლებენ შესწავლილი მოთხრობის ინტერპრეტაციას, გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, ისწავლიან სხვა მოთხრობებს, პარალელს გაავლებენ ფილმთან „გაღმა ნაპირი“, შეადარებენ რეალობას, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, წაიკითხავენ თავიანთ ნამუშევრებს.





















მოსწავლეთა ნამუშევრები

პროექტის შედეგები:
1. თავად მწერლის შეფასება სოციალურ ქსელში „ლიტერატურა უყვართ, ლიტერატურა ესმით, ლიტერატურა იციან, ლიტერატურა უნდათ“;
2. მწერლის ერთმა მოთხრობამ „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ შთააგონა ბავშვეს, როგორ უნდა უყვარდეთ მშობლიური მიწა-წყალი, გაუფრთხილდნენ ერთმანეთს.
3. შეისწავლეს, როგორ გააანალიზონ მოთხრბაში აღწერილი მოქმედებები და პრობლემები, რომლებიც დღესაც აქტუალურია;
4. ისწავლეს შთაბეჭდილებების გამოხატვა, დაამუშავეს ინტერნეტის საშუალებით უამრავი მასალა;
5. ისწავლეს, როგორ შექმნან კეთილგანწყობილი გარემო;

6. მოსწავლეები გასცდნენ შესწავლილ მასალას, პროექტი დაეხმარა მათ ურთიერთობა ჰქონდეთ სკოლის გარეთ სხვა ადამიანებთან.

No comments:

Post a Comment