Thursday, 17 July 2014

კვლევები

  საგაკვეთილო პროცესში ზოგიერთი საკითხი უფრო ღრმად შესწავლას მოითხოვს. კვლევა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, უფრო ღრმად შეისწავლონ თემა ან თემასთან დაკავშირებული რომელიმე საკითხი. კვლევა შესაძლოა მოხდეს თემის ცალკეულ საკითხებზე. მაგალითად, რომელიმე ისტორიული მოვლენის ერთ ფაქტზე, გამოჩენილი ადამიანის გიოგრაფიის რომელიმე მონაკვეთზე, გეოგრაფიულ, პოლიტიკურ, სოციალურ ეკონომიკურ საკითხებზე. 

     კვლევის მიზანი

  • მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ნამდვილი მაგალითები ისტორიიდან.
  • კვლევა ააგოს ჰიპოთეზურ მაგალითებზე.
  • აწარმოოს კლასგარეშე კვლევა, გამოიყენოს ინტერვიუ, გამოკითხვის შედეგები, საკუთარი დაკვირვება და სხვა საშუალებები.
  • შესწავლილის ეფექტურად წარდგენა
    
     კვლევის შედეგები
  • მოსწავლე ფაქტებზე ამყარებს თავის კვლევას  და თავად გამოაქვს სათანადო დასკვნები.
  • მოსწავლე თავისი შემოქმედებით უნარით გამოხატავს საკითხთან მიმრთებას.
  • ეხმარება თანატოლებს უფრო მეტი ცოდნა შეიძინონ ამა თუ იმ საკითხზე.
  • ინფორმაციის გადაცემის უნარი
     შეფასება
  • რა შევმატე ჩემს თავს ამ კვლევით.
  • რა შევიძინეთ მე და ჩემმა კლასმა ამ კვლევით.
  • რა უნარი შევიძინეთ ან გავიუმჯობესეთ.
  • რა გავაკეთე კარგი და ახალი.
  • რა ვერ გავაკეთე.
კვლევის ნიმუშები 

ანკეტური გამოკითხვა - ბავშვთა ფსიქოლოგიურ კვლევებში კარგად ვიყენებ ანკეტურ გამოკითხვას, რომელიც ყველაზე კარგი მეთოდია ბავშვებთან ურთიერთობაში. ვიყენებ კითხვების ფორმულირების სხვადასხვა წესს. ღიას, დახურულს, პირდაპირს, ირიბს, ანონიმურს.

ანკეტური გამოკითხვის ნიმუშები

No comments:

Post a Comment