Thursday, 10 July 2014

სამოდელო გაკვეთილი - ჩემი საყვარელი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“

1
პედაგოგი
ცისმარა ყურაშვილი
2
გაკვეთილის თემა
ჩემი საყვარელი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“
3
სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო
X კლასი
4
მოსწავლეთა რაოდენობა
28
5
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
   განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
6
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
 ანალიზისა და მსჯელობის, გააზრებული კითხვის, თანამშრომლობის უნარის განვითარება. მოსწავლეები შეძლბენ ტექსტიდან მოძიებული ინფორმაციის ორგანიზებას, ტექსტის დაკავშირებას თანამედროვე ეპოქასთან.
7
ესგ-ით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
  მოსწავლეები შეძლებენ წარმოადგინონ ჯგუფის პოზიცია, მოისმინონ და კონსტრუქციულად უპასუხონ განსხვავებულ აზრს, შეძლებენ მსჯელობას კონკრეტული თემიდან გამომდინარე, ჟანრობრივი თვალსაზრისის გათვალისწინებით ძირითადი საკითხების გამოკვეთას, ზეპირი მოხსენებით წარდგებიან კლასის წინაშე, გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევას გამოავლენენ, იმსჯელებენ ცალკეული ეპიზოდისა და მხატვრული სახის, დეტალის ინტერპრეტაციაზე შემდგომ ეპოქებში, აღმოაჩენენ, რა ახალი ნიუანსებით გაამდიდრა თანამედროვე ეპოქამ პოემის ცალკეული თემები.
8
მიმდინარეობა (აქტივობა და დრო)

·         აქტივობა I - 5 წუთი, მასწავლებლის ინსტრუქცია, ორგანიზება
კლასი დაიყოფა 3 ჯგუფად, თითო ჯგუფში 9 ბავშვი
·         აქტივობა II - კლასი დაყოფილია 3 ჯგუფად, თითო ჯგუფი წარმოადგენს საყვარელ ეპიზოდს პოემიდან  20 წუთი
·          აქტივობა III - ვიდეო მასალის ჩვენება, მოსწავლეების თვალით დანახული ქართველი მსახიობები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებად 10 წუთი
·          აქტივობა IV - კლასში შემსვლელი მასწავლებლების შეფასება/კომენტარები 5 წუთი
·         აქტივობა V - შეფასება 5 წუთი

9
შეფასება
1. შეფასდება გამომეტყველებითი კითხვის, ინფორმაციის ორგანიზების უნარი და აქტიურობა დაკვირვებითა და ჩანიშვნით.
2. შეფასდება არგუმენტაციის უნარი და აქტიურობა.
3. შეფასდება  ჯგუფში თანამშრომლობის უნარი.
10
საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოები, საპრეზენტაციო ფილმი, „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემები, ფორმატებზე შესრულებული ნამუშევრები, საათი რეგლამენტის კონტროლისათვის.





















































































































კოლეგების შეფასება

  მასწავლებლებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წარმატებულ სასწავლო პროცესს. პედაგოგის პროფესიონალიზმი განისაზღვრება სხვების მიმართ თანამშრომლობითი ურთიერთობით. ურთიერთდასწრება საუკეთესო საშუალებაა პედაგოგის პროფესიონალიზმის ამაღლებაში. ციცო ყურაშვილის მიერ მე-10 კლასში ჩატარებულმა სამოდელო გაკვეთილმა „ჩემი საყვარელი ეპიზოდი ვეფხისტყაოსნიდან“ კიდევ ერთხელ დამანახა, თუ რა გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დადებითი პიროვნული ურთიერთობები. მასწავლებლის მხრიდან რა თვისების გამოვლენამ შეიძლება აამაღლოს მოსწავლეებში მოტივაცია. ბევრი სიახლე ვნახე, რასაც გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში.
          მარინა ხოშტარია - ისტორიის მასაწვლებელი


         დავესწარი გაკვეთილს მე-10 კლასში. გაკვეთილის შინაარსი, შერჩეული სასწავლო მასალა და აქტივობები ემსახურებოდა გაკვეთილის მიზანს. ციცო ყურაშვილი გაკვეთილის მსვლელობის დროს ითვალისწინებდა მოსწავლეების ცოდნას, უნარჩვევებს, გამოცდილებას, საჭიროებებსა და ინტერესებს. მოსწავლეებმა გაკვეთილზე გამოავლინეს ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევა, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებდნენ აზრს, მსჯელობდნენ არგუმენტირებულად, იყენებდნენ გაკვეთილის პროცესში ფაქტებს, დამაჯერებლად იცავდნენ საკუთარ მოსაზრებას, ამყარებდნენ კონტაქტს მსმენელთან, კოლეგების გაკვეთილზე დასწრება მეხმარება მუშაობაში. 
          მაია ცალუღელაშვილი - მათემატიკის მასწავლებელი

საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
ფრიადი 9-10
კარგი 7-8
საშუალო 4-6
სუსტი 1-3
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი.
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თამიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
კონტაქტი აუდიტორიასთან; თვალსაჩინოებების გამოყენება
წარმატებით იყენებს არავერბალურ (ხმის აწევ-დაწევა, მიმიკა, ჟესტიკულაცია) საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად; იყენებს თვალსაჩინოებებს.
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ადეკვატურად და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
პასუხობს კითხვების ნახევარზე მეტს.
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს.

1 comment:

  1. How do I win real money betting on casino games - Dr.MCD
    Here we explain how to place your bets 원주 출장마사지 at casinos 삼척 출장샵 such as DraftKings and FanDuel. The first thing you need 평택 출장마사지 to know before 청주 출장마사지 making your online 구리 출장샵 casino

    ReplyDelete